ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას - შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ აქ

შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ აქ, - ასე მიმართა "ევროპული საქართველოს" წევრმა ელენე ხოშტარიამ შს მინისტრს, რომელიც დეპუტატების კითხვებს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე პასუხობს. ხოშტარიას გაღიზიანება გიორგი გახარიას განცხადებამ გამოიწვია, რომლის თქმითაც, ის, რაც უმცირესობამ კომისიის ფარგლებში გააკეთა, უდიდესი წარუმატებლობა იყო პარლამენტისა და ხორავას ქუჩის საქმისთვის.

"თქვენ რა გააკეთეთ?! სარალიძეს თავზე დაახიეთ კარავი, შეურაცხყოფები აყენეთ და მიწაზე ათრიეთ. აი, ეგ გააკეთეთ. რაზე ლაპარაკობთ საერთოდ, რა სინდისით ლაპარაკობთ. ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ ხალხს რას პასუხობთ?! თქვენი პასუხისმგებლობა სად არის?!", - მიმართა ხოშტარიამ.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ სიმართლის მოსმენა მწარეა. "ისე, სიმართლემ ასე იცის ხოლმე, მწარეა უსმინო", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

"მწარეა შვილმკვდარი მამის ყურება. სად გაქვთ პასუხისმგებლობა! შინაგან საქმეთა მინისტრი ხართ და მაიმუნობთ აქ!", - უპასუხა ხოშტარიამ გახარიას.

იხილეთ ვიდეო: ელენე ხოშტარიას მწვავე დაპირისპირება გახარიასთან - "ჯანდაბას წაუღია კომისია, ამ ხალხს რას პასუხობთ?!"

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს