გიორგი გახარია - რუსთაველზე კარვებთან მიმართებაში გარკვეული უხერხულობა იყო, ამას ვაღიარებთ

რუსთაველზე კარვებთან მიმართებაში გარკვეული უხერხულობა იყო, თუმცა დროებითი და დროში შეზღუდული, ამას ვაღიარებთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

გახარიამ უპასუხა პარლამენტში, შესაბამის კითხვას, თუ რატომ იყო კარვების გაშლასთან დაკავშირებული პრობლემა.

„რა თქმა უნდა აქ იყო გარკვეული გამოწვევა, თუმცა კარავი არავის თვითმიზანი არ ყოფილა. რეალურად, პოლიცია ყოველთვის ზრუნავს და იმ მომენტშიც ზრუნავდა აქციის მონაწილეებზე, თუმცა კარვების დადგმა-არდადგმა არ არის ერთადერთი კომპონენტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ან არშეზღუდვის. იქ იყო გარკვეული უხერხულობა, ამას ვაღიარებთ ერთმნიშვნელოვნად. ეს უხერხულობა იყო დროებითი და დროში შეზღუდული. ამას ვაღიარებთ. იყო ოპერატიული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია სასამართლოს მივაწოდეთ იმ საქმის ფარგლებში, როელიც კარვებთან დაკავშირებით მიმდინარეობს“, - აღნიშნა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს