გიორგი გახარია - არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ პრეტენზიას შერჩევით სამართალთან დაკავშირებით

არც ერთ შემთხვევაში არ მივიღებ თქვენს პრეტენზიას შერჩევით სამართალთან დაკავშირებით, - ასე მიმართა დასკვნით სიტყვაში შს მინისტრმა ოპოზიციას. მისი თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში შსს-ს მიმართ შენიშვნა არ არის.

„ვერც ერთ შემთხვევაში, ვერც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში, ვერ ნახავთ ვერც ერთ შენიშვნას შსს-ს მიმართ. გაიკითხეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებში ან არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც აკვირდებოდნენ არჩევნებს, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ შსს-სთან ოპერატიულ დონეზე. წუთი-წუთზე იყო ინფორმაციაზე რეაგირება. თქვენ თუ თვლით, რომ პროგრესი, რომელიც არის არჩევნებთან დაკავშირებით, არ არის დასაფასებელი, ესეც უსამართლოა. ვსაუბრობ არა ჩემს მიმართ, საერთოდ არ მაინტერესებს თქვენი დაფასება, ვსაუბრობ იმ პოლიციელებზე, რომლებიც მთელი არჩევნების განმავლობაში უზრუნველყოფდნენ ძალადობისგან თავისუფალ არჩევნებს“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: "ზედმეტად ემოციური გამოვიდა..." - გიორგი გახარიას დასკვნითი სიტყვა პარლამენტში

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს