ანაკლიაში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს ბინები გადაეცათ

ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში, ბინა 13 დევნილ ოჯახს გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცედურას მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია დაესწრნენ.

სამინისტროს განცხადებით, დევნილი ოჯახები ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხის ძველ კოტეჯებში წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ. სახელმწიფოსთვის პორტის მშენებლობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, სწორედ ამიტომ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები, კრიტერიუმების გარეშე, უპირობოდ, გადაეცათ. 13 ოჯახი, მათი სურვილის შესაბამისად, ანაკლიაში, ახალაშენებულ კორპუსში განსახლდება.

2013 წლიდან დღემდე, სამეგრელოს რეგიონში ბინა 1262 დევნილ ოჯახს გადაეცა. ამ ეტაპზე, ზუგდიდში 360 ოჯახის განსახლების მიზნით 6 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა