ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებული აუდიტის საკითხზე, ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს პარლამენტში მოუსმენენ

პარლამენტში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს 24 დეკემბერს მოუსმენენ.

შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამსახური საქმიანობის ანგარიშით პარლამენტის შესაბამის კომიტეტშია მიწვეული. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლაში განხორციელებული ინსპექტირება იქნება.

“კომიტეტის ხვალინდელ სხდომაზე ინსპექტირების სამსახურისგან მოვისმენთ ინფორმაციას წლის განმავლობაში ჩატარებული ყველა ინსპექტირების შესახებ - ინსპექტირების საფუძვლების, რეაგირების დროის და შედეგების შესახებ, რათა საერთო სურათი დავინახოთ, თუ როგორ მუშაობს ინსპექტირების სამსახური. იმის გათვალისწინებით, რომ ზუგდიდის საჯარო სკოლის ინსპექტირებამ გააჩინა კითხვები, ინსპექტირება საკმაოდ სენსიტიურ დროს - საარჩევნო პერიოდში მოხდა, ჩვენ გვინდა დავინახოთ, რამდენად ხდება მსგავსი რამ სხვა სკოლებში და იყო თუ არა ეს გამონაკლისი შემთხვევა. ბუნებრივია, განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდის მეექვსე სკოლის შემოწმების საქმეზე გამახვილდება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა.

კომიტეტის სხდომა 16:00 საათზე დაიწყება.

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ ზეწოლაზე საუბრობდა, 2 დეკემბერს, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. კერზაიას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფის მიერ სკოლის შემოწმება უძღოდა წინ.

იხილეთ ვიდეო: ზუგდიდის მე-6 სკოლაში ჩატარებული აუდიტის საკითხზე, ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს პარლამენტში მოუსმენენ

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს