აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის შემწეობის გაცემის საკითხში ხარვეზები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის გაცემის საკითხთან მიმართებაში ხარვეზები გამოავლინა.

კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ინფორმაციული სისტემების (IT აუდიტი)” ეფექტიანობის აუდიტი ჩაატარა. აუდიტის შედეგად დადგინდა, რომ სააგენტოს ინფორმაციული სისტემა ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების დადგენას, ასევე პრობლემურია სარეიტინგო ქულის გამოთვლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტის, ბენეფიციარის ასაკის განახლება.

გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საარსებო შემწეობის პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტმა დააფიქსირა ბენეფიციარებზე საბიუჯეტო სახსრების ზედმეტად გადარიცხვის ფაქტები.

პროგრამის ადმინისტრირებაში არსებული ხარვეზების გამო, საჭირო გახდა 2015-2016 წლებში საარსებო შემწეობის სახით გადარიცხული თანხების ლეგალიზება, რომელიც საერთო ჯამში 1 668 000-მდე ლარს შეადგენს.

აუდიტის დასკვნით, სააგენტოს ინფორმაციული სისტემა სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფს თანამედროვე ინფორმაციული უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულებას, მათ შორის უსაფრთხოების პარამეტრები სათანადოდ არ არის დაცული რეგიონულ სამსახურებში.

არსებული ნაკლოვანებების გასაუმჯობესებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შემდეგი რეკომენდაციები გასცა:

• ბუნებრივი აირის მოხმარებისა და განათლების დონის მაჩვენებლების შემთხვევაში მნიშვნელოვანია, სააგენტომ შეიმუშაოს ქმედითი მექანიზმები, ბენეფიციარის მიერ დეკლარირებული ინფორმაციის ვალიდაციისათვის;

• სარეიტინგო ქულის მუდმივი სისწორის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ განახორციელოს აპლიკაციაში შესაბამისი ბრძანების მოდიფიცირება, რომელიც პერიოდულად განაახლებს ასაკის ველს;

• სააგენტომ, როგორც კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტმა, არსებული საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით შეიმუშავოს პოლიტიკა და პროცედურები ინფორმაციული წვდომისა და პრივილეგიების განსაზღვრის მიზნით; დანერგოს სისტემაში მომხმარებელთა მიერ განხორციელებული ქმედებების მონიტორინგის ქმედითი სისტემა.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე