რომან კაკულია საბაჟო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით მთავრობას მიმართავს

მთავრობას მოვუწოდებ, ცოტა მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც მას ასეთი ტიპის თხოვნა აქვს დეპუტატების მიმართ, - ამის შესახებ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ საბაჟო კოდექსში შესატან ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

კომიტეტმა აღნიშნული პროექტი პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. რომან კაკულიას განმარტებით, მან ახალ საბაჟო კოდექსს პირველი მოსმენით მხარი იმიტომ დაუჭირა, რომ მთავრობის მხრიდან თხოვნა იყო, არ შეფერხებულიყო განხილვა. მისივე თქმით, დოკუმენტი მეტ განმარტებას საჭიროებს მისი მიღების დაჩქარების აუცილებლობის ნაწილში.

„ძირითადი გადაწყვეტილება იყო გარკვეულწილად პოლიტიკური, რადგან მთავრობის მხრიდან ეს იყო თხოვნა. ცხადია, ამას არავინ უარყოფს. დეპუტატების დიდმა ნაწილმა ამ

მოცულობის დოკუმენტის ბოლომდე განხილვა ვერ მოასწრო. რა თქმა უნდა, მე აპარატს ვთხოვე შაბათ-კვირას თავაუღებლად მუშაობა და ვნახეთ, რომ ძირითადი პრინციპები ნამდვილად დადებითია ამ პროექტში. მე ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ეს დოკუმენტი მხარდაჭერას იმსახურებს, მაგრამ საჭიროა უფრო მეტი განმარტება. მხოლოდ ის განმარტება, რომ მასში იმდენი დადებითი რამ არის, რომ რაც უფრო ჩქარა ამოქმედდება, მით უფრო უკეთესია ბიზნეს-ოპერატორებისთვის, ჩემთვის ეს განმარტება არ არის კომპეტენტური. მე მათ ვუთხარი, რომ განმარტების ნაწილში თუ ეს ასე დარჩება მიზეზად, ეს არ არის საკმარისი და მთავრობას მოვუწოდებ, ცოტა მაღალი პასუხისმგებლობით მიუდგეს ამ გადაწყვეტილებას, როდესაც მას ასეთი ტიპის თხოვნა აქვს დეპუტატების მიმართ. ალბათ, ფიქრობენ დეპუტატების მხრიდან არავითარი მაღალი ხარისხის კომპეტენტური შენიშვნები არ იქნება, ან კიდევ სხვა მიზეზია. მე მივიღე პოლიტიკური გადაწყვეტილება, რათა არ შემეჩერებინა განხილვის ვალდებულება. ასეთი თხოვნა იყო, მაგრამ მათ ვუთხარი, რომ თუ არ დაკონკრეტდებიან გადაწყვეტილების დაჩქარების აუცილებლობის ნაწილში, მაშინ სესიაზე ამ პროექტს ჩემგან მხარდაჭერა არ ექნება,"- განაცხადა რომან კაკულიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა