გრიპის ვირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალურ საკითხთა მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, გრიპის ვირუსს საქართველოში ეპიდემიის ზღვრისთვის არ მიუღწევია. ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის თქმით, საქართველოში გრიპის ვირუსით გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა.

„სეზონური გრიპით ავადობა, რომლის დაავადების რაოდენობა მატულობს, საბედნიეროდ, ჯერ ეპიდემიის ზღვრის ნახევარზეა და ვიმედოვნებთ, არც მივაღწევთ ეპიდემიის ზღვარს. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ გრიპის სიმპტომების დაწყებისას მიმართოს ექიმს. ორი სამწუხარო შემთხვევაა აჭარაში და ქუთაისში. ორივე ეს ადამიანი მაღალი რისკის ჯგუფი იყო, სამწუხაროდ, მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა", -განაცხდა სერგეენკომ.

იხილეთ ვიდეო: გრიპით გარდაცვლილი კიდევ ერთი ადამიანი - მიაღწია თუ არა ვირუსმა ეპიდემიის ზღვარს?

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა