დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის საქართველოში ერთ ადამიანზე 117 დოლარი იხარჯება

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ჯანდაცვის პროგრამებისთვის საქართველოში ერთ ადამიანზე წელიწადში 117 დოლარი იხარჯება. ამის შესახებ მინისტრმა ჯანდაცვის მიმართულებით განხორციელებული პროგრამების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მიმართულებით პოზიტიური მიღწევები არსებობს, თუმცა მომავალში გადასადგმელი ნაბიჯები კიდევ უნდა ჩამოყალიბდეს.

„თქვენ ხედავთ თვალსაჩინო დინამიკას, თუ როგორ გაიზარდა ჯანდაცვის დაფინანსება. პრაქტიკულად გასამმაგდა ამ წლების განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის პროგრამებისთვის ჩვენ წელიწადში ერთ ადამიანზე 177 დოლარი გვაქვს და სკანდინავიის ქვეყნებს აქვთ 12000 დოლარი, ჩვენ ეს რაიმე შეღავათს არ გვიკეთებს, ჩვენი ამოცანა არის, რომ იმ თანხების, იმ ბიუჯეტის ფარგლებში, რაც არის მოცემულობა, ჩვენი მოსახლეობისთვის ბევრად მეტი შედეგი მივიღოთ”,- აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა