რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების დღეს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს, - ამის შესახებ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მიერ გავრცელებულ მისალოც წერილშია აღნიშნული.

„დღეს, 25 დეკემბერს, საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის ინტრონიზაციის დღეა, რელიგიური ლიდერის, რემელიც უანგაროდ ემსახურება ქვეყნის განმტკიცებასა და გაძლიერებას, ერის სულიერ აღმავლობას, ქართული ეკლესიის აღორძინებას. სწორედ ამიტომ, პატრიარქი განსაკუთრებული ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობს არა მხოლოდ მართლმადიდებელ მრევლში. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო დიდი პატივისცემით ულოცავს აღსაყდრების დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს და დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას უსურვებს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“,- ნათქვამია მისალოც წერილში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა