გიორგი ქობულია - ვისაც არ უნდა გაგება, ვერ გაიგებს, ხოლო ვისაც უნდა, ნებისმიერ დროს შემიძლია გეგმა ავუხსნა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია მზად არის, ეკონომიკური განვითარების გეგმა ყველა დეპუტატს გააცნოს, რომელსაც მისი გაგება უნდა. ასე უპასუხა ქობულიამ ჟურნალისტის კითხვას, თუ რატომ ვერ მოახერხა მან, დეპუტატები მისი გეგმის რეალურობაში დაერწმუნებინა.

„ვერ ვიტყვი, რომ ყველა დეპუტატმა ვერ გაიგო, მე მგონია, რომ ბევრმა გაიგო. იმათმა, ვინც ვერ გაიგო, მზად ვარ დეტალურად ავუხსნა. მე ვაჩვენე ამ კითხვაზე ჩვენი ყველა გეგმა სექტორების და რეგულაციების მიხედვით. ვისაც არ უნდა გაგება, ვერ გაიგებს, ხოლო ვისაც უნდა, ნებისმიერ დროს შემიძლია ავუხსნა", - განაცხადა ქობულიამ.

რაც შეეხება იმას, რომ კრიტიკა ისმოდა არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც, ქობულიამ განაცხადა, რომ ეს არ შეუნიშნავს, რადგან დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ პოზიტიური შეფასება გააკეთა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს