ბიძინა გეგიძე - ვაპირებთ პარლამენტში მოვიწვიოთ იუსტიციის საბჭოს ის წევრები, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების წინააღმდეგ წავიდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები პარლამენტში იუტიციის საბჭოს იმ წევრების მიწვევას გეგმავენ, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წინააღმდეგ წავიდნენ. შესაბამისი განცხადება სოციალურ ქსელში უმრავლესობის დეპუტატმა ბიძინა გეგიძემ გამოაქვეყნა.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარმოდგენილი უზენაესი სასამართლოს კანდიდატურების გამო ვაპირებთ პარლამენტში მოვიწვიოთ და შევხვდეთ იუსტიციის საბჭოს იმ წევრებს, რომლებიც ამ კანდიდატურების წინაღმდეგ წავიდნენ!“, - წერს გეგიძე.

აღნიშნულ განცხადებას „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც გამოეხმაურა. „როგორც საბურთალოს მაჟორიტარ დეპუტატს მნიშვნელოვნად მიმაჩნია შევხვდე მათ, ვინც ხმა არ მისცა პარლამენტში წარმოდგენილ უზენაეს სასამართლოს კანდიდატების სიას იუსტიციის საბჭოში“, - წერს ლევან გოგიჩაიშვილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. შესაბამისი განცხადება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა. ესენი არიან: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე. საბჭოს აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ საბჭოს არამოსამართლე წევრებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ოპოზიციაში უკმაყოფილება გამოიწვია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა