ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა დაასრულა

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე კომპლექსური ექსპერტიზა დაასრულა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს" მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა მიაწოდა.

კომპლექსურმა ექსპერტიზამ, რომელიც დაცვის მხარის მოთხოვნით ჩატარდა, პასუხი უნდა გასცეს კითხვას, თუ რა მდგომარეობაში იყო თემირლან მაჩალიკაშვილი იარაღის გასროლისას.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში კუბლაშვილი დღეს, 11:00 საათზე ექსპერტ მაია ნოკოლეიშვილთან ერთად მივა.

შეგახსენებთ, რომ 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო: რა კითხვას უნდა გასცეს პასუხი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე ჩატარებულმა კომპლექსურმა ექსპერტიზამ, რომელიც ეროვნულმა ბიურომ დაასრულა

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს