2019 წლის იანვრიდან 50-ლარიან დახმარებას 144 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს

2019 წლის იანვრიდან, 50-ლარიან დახმარებას 144 000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, 50-ლარიანი დახმარება იანვარში ყველა მათგანს ფულადი სახით ჩაერიცხება, თებერვლიდან კი მუნიციპალიტეტების მიხედვით, განსხვავებული ფორმით გაიცემა: ზოგიერთ მუნიციპალიტეტში შერეული (ფულადი და ვაუჩერული), ხოლო ზოგიერთში მხოლოდ ფულადი სახით.

ამასთან, ფულადი დახმარების გაცემის კონკრეტული თარიღი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის. როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, ამის შესახებ რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა