ოთარ კახიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გამართლებულად მიიჩნევს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნას გამართლებულად მიიჩნევს, რადგან მისი თქმით, საზოგადოებამ და ოჯახმა დღემდე ვერ მიიღო კითხვებზე პასუხები.

„სამწუხაროდ, ამდენი ხნის განმავლობაში საზოგადოებამ და ოჯახმა ვერ მიიღო ვერანაირი პასუხი კითხვაზე, რომელიც არის დასმული. რა იყო სპეცოპერაციის ჩატარების მიზანი, კონკრეტულად რას ედავებოდა თემირლან მაჩალიკაშვილს გამოძიება, ვინ გასცა ბრძანება, ჰქონდა თუ არა რაიმე აკრძალული ნივთი სახლში? ეს არის კითხვები, რომელიც დღემდე უპასუხოდაა. ჩვენ ვიცით, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი მოკლეს და სახელმწიფო არის ვალდებული, სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე, მითუმეტეს, როდესაც სპეცრაზმელია ფიგურანტი, უმოკლეს დროში გასცეს პასუხი ყველა კითხვას. სამწუხაროდ, გამოძიება ამას არ აკეთებს. ამიტომ ვეთანხმები, რომ საგამოძიებო კომისია არის პასუხი ასეთ საქმეებზე, თუმცა ვისურვებდი, საგამოძიებო კომისიის გარეშეც პროკურატურამ და საგამოძიებო სისტემამ თავად უპასუხოს ამ კითხვას, თუმცა ვხედავთ, რომ ასე არ ხდება“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!