მალხაზ მაჩალიკაშვილი - ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა

ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, თემირლანს თავზე ვადექი და პირველი შეკითხვა დავუსვი ყოვლისშემძლე ალაჰს - “რატომ ეს?!”, - ამის სახებ პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქმეზე დაწყებული გამოძიების შედეგების შესახებ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც მან საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა.

მისი თქმით, ის მიმდინარე წლის 26 დეკემბრამდე ელოდებოდა ხელისუფლებას, რომ მისთვის ბოდიში მაინც მოეხადათ.

„ცოტა ხნის წინ გავაკეთე განცხადება, რომ მე დავიცდიდი, ხელისუფლება 26 დეკემბრამდე რა პასუხს გამცემდა. ჩემი მთავარი მოთხოვნა იყო, 26 დეკემბრამდე სახელმწიფოს შეცდომა ეღიარებინა. ერთი წლის წინ, ზუსტად ამ დროს, როცა თემირლანს დავხედე, მაშინვე მივხვდი, რომ გასროლის წამშივე მოკლული იყო და ეს დავმალე იმიტომ, რომ დედამისს, მის დას ან ბებიას გული არ გაუსკდეს-მეთქი. მე თვითონ, ჩემს თავში დავრწმუნდი, რომ ძალიან ძლიერი ადამიანი ვყოფილვარ, იმიტომ, რომ აქამდე მოვედი. პირველი დღიდან ამას ვამბობდი, რომ ამ ხელისუფლების ხელში არაფრის იმედი არ მაქვს. ამას იმიტომ ვამბობდი, რომ როდესაც სახელმწიფო ასეთ შეცდომას უშვებს, იქ გამორიცხულია, მან რაღაც შედეგი დადოს და სიმართლე თქვას.

ამ ხელისუფლებაში ერთი ადამიანი არ გამოჩნდა, რომ სიმართლე ეთქვა. მთლიანად არ მოვითხოვ სიმართლეს, რაღაც პროცენტულად მაინც რომ ეთქვა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, “ოცნების გუნდში” ყველა ერთმანეთზე უარესი გამოვიდა და მინდოდა თუ არა, ამათი მტერი გავხდი.

მე ველოდებოდი, იქნება 26 დეკემბრამდე რამე გამოხმაურება ყოფილიყო, იქნებ ჩემთვის ბოდიშით მაინც მოემართათ, მაგრამ არაუშავს”, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მისივე თქმით, სპეცოპერაციის შემდეგ თემირლან მაჩალიკაშვილთან სუს-ის თანამშრომლები იმყოფებოდნენ, ამიტომ ხელყუმბარასთან დაკავშირებული ეპიზოდი სიმართლეს არ შეესაბამება.

„3 საათის განმავლობაში თემირლანის ცხედარი სუს-ის მაღალჩინოსნებთან იყო, სანამ ხელყუმბარა არ მოიტანეს, საავადმყოფოში მანამდე არ გადაიყვანეს. საავადმყოფოში არა კატასტროფის ბრიგადის მიერ, არამედ თავიანთივე მანქანით არის გადაყვანილი. მათ ოჯახებს ნუ მოაკლდებათ კატასტროფა და 100 ჩემნაირი ადამიანი, ვისაც ამ საქმეში აქვს ხელი გარეული”, -განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს