თამარ ჩუგოშვილი - ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება მაქსიმალურად უნდა იყოს პროკურატურის მხრიდან გამოყენებული

პარლამენტის პირველი ვიცე–სპიკერი თამარ ჩუგოშვილი მიიჩნევს, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმის გამოძიების გახანგრძლივება, როგორც დამატებითი შესაძლებლობა, პროკურატურამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

„ამ საქმის გამოძიება არის მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, რომ თავისი სირთულეები აქვს, იმიტომ, რომ რამოდენიმე წლის წინ არის გარდაცვალების ფაქტი მომხდარი. ჩემთვის გასაგებია, რომ საგამოძიებო ორგანოებს უჭირთ გამოძიება, თუმცა ოჯახი და საზოგადოება ელოდება კითხვებზე პასუხს. ვფიქრობ, რომ ხანდაზმულობის ვადის გაგრძელება თუ არის დამატებითი შესაძლებლობა და შანსი იმისთვის, რომ დამატებითი გარემოება გამოვლინდეს, მაქსიმალურად უნდა იყოს პროკურატურის მხრიდან გამოყენებული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი