დავით ზალკალიანი - საქართველოს რეფორმების სააგენტო, ან საქართველოს რეფორმების ფონდი შეიქმნება

საქართველოს რეფორმების სააგენტო, ან საქართველოს რეფორმების ფონდი შეიქმნება, - როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, აღნიშნული იდეა უკვე არსებობს და მისი დამუშავება მიმდინარეობს.

ზალკალიანის თქმით, აღნიშნული ფონდი შესაძლოა, პრემიერის დაქვემდებარებაში იყოს, თუმცა ვინ იქნებიან მისი წევრები, ან ვინ დაადგენს, რომელი რეფორმა იყო წარმატებული, ან რომელი არა, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

„შესაძლოა ეს იყოს სსიპ-ის, ან ფონდის ფორმით. მნიშვნელოვანი იქნება, რომ ჩვენ ასევე გვექნება კონსულტაცია ყველა იმ მონათესავე უცხოურ კომპანიებთან, რომლებიც ამ მიმართულებით არიან აქტიურები. შესაძლებელია, რომ ჩვენ ბევრ ერთობლივ პროექტში შევამხანაგდეთ და აქტიურად იქნას მიტანილი ჩვენი რეფორმები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ამ ინიციატივას ბევრი მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი მნიშვნელობა შეიძლება იყოს ჩვენი ცნობადობის ამაღლება და საქართველოში მიმდინარე პროცესების კარგად წარმოჩენა“, - განაცხადა ზალკალიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა