პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადადო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე გადაიდო, - შესაბამისი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით.

“როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა საბჭოს მხრიდან დასაბუთებული იყო სასამართლოს შემადგენლობის შევსების საჭიროებით. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად, უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან 10 მოსამართლე, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვას და გადაწყვეტას. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით“, - განაცხადა კობახიძემ.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს