საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი -  „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელის განცხადება არაპროფესიული და პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაციების შემცველია

ქალბატონ ანა პოპოვას განცხადება, რომელიც ეხება საქართველოში რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსული სკოლის მოსწავლეების დაავადების ფაქტს, არაპროფესიული და კვლავ პოლიტიკურად მოტივირებული ინსინუაციების შემცველია, - ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების განმარტებით, სანკ-პეტერბურგიდან მიმდინარე წლის 11-26 ივლისის დღეებში საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსულ 31 ადამიანისაგან შემდგარ ჯგუფში, რომლებიც თითო კვირით იმყოფებოდნენ მესტიასა და ურეკში, გამოვლინდა მწვავე ნაწლავური ინფექციით დაავადებული 6 პირი. მათი დაავადება გამოიწვია მედიცინაში ათეულობით წლების განმავლობაში კარგად ცნობილმა ტოქსინწარმომქმნელმა ნაწლავის ჩხირმა, რომელსაც ეწოდება ენტეროჰემორაგიული ეშერიხია და ახასიათებს გართულებები თირკმელების უკმარისობის სახით.

„აღნიშნული განცხადების გაკეთების საფუძველს გვაძლევს საქართველოში ჩატარებული სხვადასხვა სახის ლაბორატორიული კვლევების შედეგები, რომლის მიხედვითაც 6 დაავადებულიდან 5 პირის ფეკალურ სინჯებში დადასტურდა ზემოთაღნიშნული ბაქტერიის სპეციფიკური გენეტიკური მარკერის (stx2 - შიგატოქსინი 2) არსებობა. ერთი დაავადებული განისაზღვრა როგორც დაავადებაზე საეჭვო. შემდგომი კვლევებით დამატებით გამოვლინდა შიგატოქსინ მაპროდუცირებელი ნაწლავის ჩხირის მატარებელი პირი (პედაგოგი), რომელსაც არ აღენიშნებოდა დაავადების კლინიკური ნიშნები.

6 დაავადებულიდან 3 პაციენტში განვითარდა თირკმელების უკმარისობა, ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომით (HUS) სახით.

მესტიაში პირველი დაავადებულების (სისხლიანი დიარეით) მიმართვიდან მეორე დღესვე, დიაგნოსტიკაში ჩაერთო დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ქუთაისის და ლუგარის ლაბორატორიები და პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის მეთოდით დადგინდა შიგატოქსინმაპროდუცირებელი E. coli (ნაწლავის ჩხირი) და ავადმყოფები ოპერატიულად გადმოყვანილ იყვნენ თბილისში. ჯგუფის დანარჩენ წევრებზე, რომლებიც გაემგზავრნენ ურეკში, დამყარდა ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობა, ყველა მათგანს ჩაუტარდა სათანადო გამოკვლევები და სწორედ ამ გამოკვლევებით გამოვლინდა უსიმპტომო ინფიცირებული პედაგოგი.

თირკმელებზე გართულების მქონე ბავშვები მკურნალობდნენ იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, სადაც ჩატარებული ადეკვატური მკურნალობის შედეგად, სამივე ბავშვი ჰუს-ის სინდრომით გაეწერა კლინიკიდან და ჯგუფთან ერთად ავიარეისით დაბრუნდნენ სანკ-პეტერბურგში. რუსეთის ინტერესების გამომხატველი დიპლომატების მიერ, გამოხატული იყო მადლიერება ქართველი ექიმების მიმართ, ჩატარებული მაღალპროფესიული დახმარების და ბავშვებზე ზრუნვის გამო. ქართველ ექიმებს მუდმივი კონტაქტი ქონდათ ბავშვების მშობლებთან და ექიმებთან გამგზავრების შემდეგაც. რუსულ მხარეს, სექტემბრის შუა რიცხვებში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს დახმარებით მიეწოდა სრული ინფორმაცია ჩატარებული კვლევების და მკურნალობის შესახებ.

თვით პოპოვა, როგორც თავის გამოსვლაში აღნიშნავს, გერმანიაში მსგავსი დაავადების გავრცელებისას, სამწუხაროდ ადგილი ჰქონდა გარდაცვალების შემთხვევებსაც. რომ არა ქართველი ექიმების დროული, მაღალპროფესიული და თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული დიაგნოსტიკა (მათ შორის ლუგარის ლაბორატორიაში) და მკურნალობა, ამ მძიმე დაავადების გართულების გამოსავალი შესაძლოა ფატალურიც ყოფილიყო“, - აღნიშნულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გუშინ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ განაცხადა, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ ზაფხულს საქართველოში რუსი ბავშვები ნაწლავური ინფექციის ხელოვნურად შეცვლილი შტამით დაავადდნენ. მისი თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში რუსი ტურისტების ჯგუფი საქართველოში ნაწლავური ინფექციის სიმპტომებით ჰოსპიტალში მოხვდა, ხოლო ზოგიერთი მათგანის მოსკოვში გადაყვანა გახდა საჭირო.

„რა თქმა უნდა, ჩვენმა მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რამ გამოიწვია ინტოქსიკაცია. აღმოჩნდა, რომ E.coli-ს ამგვარი ვარიანტი არ არის აღწერილი და წარმოდგენილი. ის ჰგავს 2011 წელს ევროპაში არსებული ანთების გამომწვევს. შეგახსენებთ, რომ მაშინ 4 ათასი ადამიანი დაზარალდა, აქედან 50 გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები, რომელზეც პასუხი ვერ მივიღეთ“, - დასძინა მან.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე