ეკა ბესელია იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა

ეკა ბესელიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. შესაბამისი განცხადება ბესელიამ დღეს, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. ამასთან, თანამდებობა დატოვა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ვანო ზარდიაშვილმაც.

„დღეს მივიღე განცხადება ვანო ზარდიაშილის გადადგომის თაობაზე. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას მე ვერ დავუტოვებდი ამ ადამიანს. ეს განცხადება მივიღე დღეს და ამის შემდეგ ვაკეთებ განცხადებას გადადგომის თაობაზე. მე ვიტოვებ იმედს, რომ იურიდიული კომიტეტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი კომიტეტია, შეარჩევს და შემდეგ პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას ისეთ კანდიდატზე, რომელიც თავმჯდომარე იქნება ამ კომიტეტის, რომელიც ასევე დაიცავს პრინიცპებს. იქნება შეუვალი, სამართლიანი და ფასეულობების დამცველი“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

როგორც ცნობილია, „ინტერპრესნიუსი“ ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში წერდა, რომ მმართველ გუნდში ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეობიდან გადადგომის საკითხს განიხილავდნენ. სააგენტოს ინფორმაციით, ბესელია პარლამენტის სპიკერატში გადაინაცვლებს. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე კი ანრი ოხანაშვილსა და დავით მათიკაშვილის კანდიდატურები განიხილება.

იხილეთ ვიდეო

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა