სუს-ის ყოფილი უფროსი
ანრი ოხანაშვილი

2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი).

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრატურა).

2010 წელს დაამთავრა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (LL.M.).

2020 წელს დაიცვა დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის (Doctor iuris) აკადემიური ხარისხი.

2010-2023 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.

2007-2012 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე.

2008-2010 წლებში იყო ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ პროექტში მეცნიერ-თანამშრომელი.

2008, 2011-2012 წლებში იყო სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთდასავლეთის ქსელი“ („Netzwerk Ost-West“) სამეცნიერო ხელმძღვანელი.

2016-2017 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.

2017-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს (ხაზინადართა საბჭო) წევრი.

2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილი ნდობის ჯგუფის წევრი.

2019-2023 წლებში იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.

2021-2024 წლებში იყო ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.

2015 წლიდან არის გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის (DGStZ) ერთ-ერთი გამომცემელი.

2023 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი
გიორგი მარგველაშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი
გიორგი ქობულია
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი
ბიძინა ივანიშვილი
ნიკა გვარამია - უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია - არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია
ირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა
პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას კენჭს დღეს უყრის
დავით მათიკაშვილი გელა გელაძის გადადგომაზე - ეს კონკრეტული პირის გადაწყვეტილებაა, რის უკანაც სხვა მიზეზების მოძებნა, ალბათ, უფრო მეტად სპეკულაციის საგანია - უწყება გამართულია, სისტემა მუშაობს, სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ
თაზო დათუნაშვილი გელა გელაძის გადადგომაზე - ერთ დღეში „იღლებიან“ და მიდიან, თითქოს გუშინ სრულ ჯანზე არ იყვნენ - „ოცნებაში“ კრიზისი არის ისტერიული, მდინარაძის და მისი კლანის თავზე შავი ღრუბლების კამარა შეიკრა
გელა გელაძე - პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ
გელა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
შალვა კერესელიძე - “ოცნებამ” სუს-ის ახალი ხელმძღვანელი გადამალა - მხარი კვლავ პარტიის მსახურ სუს-ის ხელმძღვანელს დაუჭირა
გია ვოლსკი - უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, გამოწვევები სერიოზულია - შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ გეკა გელაძის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია
პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
პარლამენტში სუს-ის ახალი უფროსის არჩევასთან დაკავშირებული პროცესი დაიწყო
ბერდია სიჭინავა - ჯუანშერ ბურჭულაძეს სჯიან, რადგან იმაზე მეტი მოიპარა, რაც დაშვებული იყო, ახლა კი ფული უკან არ მიაქვს, ხოლო მდინარაძის იღბალი ესაა: დილით გენერლად გნიშნავდნენ და საღამოს კოორდინატორად, კანცელარიის ოროთახიანში გკეტავდნენ
სუს-ის უფროსის როგორც არჩევის, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხი პარლამენტში წარდგენას საჭიროებს
გიორგი ჭანტურია - საკადრო ცვლილებებით ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი კომფორტის ზონა გაიძლიერა - მდინარაძე ირაკლი კობახიძის გუნდის წევრია და ეს ცვლილება იმასაც მოასწავებს, რომ კობახიძეს, როგორც პრემიერს, ივანიშვილი ემშვიდობება
ირაკლი კობახიძე ჯუანშერ ბურჭულაძის დაკავებაზე - სუს-მა როდესაც დაადგინა კონკრეტული გარემოებები, მაშინვე მიიტანა საქმე პროკურატურამდე - ოხანაშვილის დროს დაიწყო ამ საქმის მომზადება
გია ჯაფარიძე - არ მგონია, ჯუანშერ ბურჭულაძე ყველაზე კორუმპირებული იყოს, „ქართული ოცნება“ კორუფციაში ლპება, აღარ იციან საკუთარ ვილებში რამდენი აუზი აიშენონ, რომელი ავტომანქანა შეიძინონ - მეეჭვება ბურჭულაძეზე გაჩერდნენ!
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი მამუკა მდინარაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა