იუსტიციის მინისტრი
ანრი ოხანაშვილი

2006 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (ბაკალავრიატი).

2008 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (მაგისტრატურა).

2010 წელს დაამთავრა იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (LL.M.).

2020 წელს დაიცვა დისერტაცია ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის (Doctor iuris) აკადემიური ხარისხი.

2010-2023 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და ასისტენტი.

2007-2012 წლებში მუშაობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციაზე.

2008-2010 წლებში იყო ფოლკსვაგენის ფონდის („VW-Stiftung“) მიერ დაფინანსებულ პროექტში მეცნიერ-თანამშრომელი.

2008, 2011-2012 წლებში იყო სტუდენტური გაცვლითი სემინარის „აღმოსავლეთდასავლეთის ქსელი“ („Netzwerk Ost-West“) სამეცნიერო ხელმძღვანელი.

2016-2017 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი.

2017-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.

2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანოს (ხაზინადართა საბჭო) წევრი.

2019-2024 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილი ნდობის ჯგუფის წევრი.

2019-2023 წლებში იყო საპროკურორო საბჭოს წევრი.

2021-2024 წლებში იყო ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი.

2015 წლიდან არის გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ელექტრონული ჟურნალის (DGStZ) ერთ-ერთი გამომცემელი.

2023 წლიდან არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი.

ფლობს გერმანულ, ინგლისურ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე
გიორგი გახარია
განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი
მიხეილ ბატიაშვილი
ყოფილი ფინანსთა მინისტრი
ივანე მაჭავარიანი
თაზო დათუნაშვილი - ოხანაშვილის ორაზროვანი, „კაგებეშნიკური“ განცხადება პირდაპირ უმიზნებს ლილუაშვილს და ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძეს სადღაც თავისი ჯულიეტაც ჰყავდა
ანრი ოხანაშვილი ბაჩიაშვილზე - მეამაყება, რომ შევძელით, ეს ადამიანი დავაკავეთ და მოვათავსეთ იქ, სადაც მისი ადგილია - მზად ვარ, თუ პროკურატურას ექნება შეკითხვები, მივიდე და გავცე პასუხები - მისგან კიდევ ბევრ ზღაპარს მოისმენთ
ანრი ოხანაშვილი - ჩვენი ტერიტორიების 100 ჰექტარი დროებით, მაგრამ დაიკარგა, ამას სჭირდება ახსნა
ლევან ხაბეიშვილი - კალაძესთან მერიაში შესულია ბიძინას „ბუღალტერი“ და ითვლიან მოპარულს - გამზადებულია კალაძის დაკავებისთვის საქმეები
ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში შეტევას, თავდასხმას და ზეგავლენის მცდელობას ჩვენი  ქვეყნის დემოკრატიულ წესრიგზე, მუქარებით, დეზინფორმაციით და სხვა ჰიბრიდული ინსტრუმენტებით
ანრი ოხანაშვილი რომეო მიქაუტაძეზე - შესაძლებელია კითხვებს აჩენდეს, როგორ აღმოჩნდა ასეთი დანაშაული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტროლს მიღმა - ვმუშაობთ და ყველა საკითხს ნათელს მოვფენთ
სუს-ის ანგარიში - პირთა გარკვეული ჯგუფი გეგმავდა სამოქალაქო არეულობისა და დესტაბილიზაციის პროვოცირებას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო
სუს-ი - 2024 წელს საქართველოს სახელმწიფოსთვის მთავარ გამოწვევას კვლავ საქართველოს რეგიონების ოკუპაცია და ანექსიისკენ მიმართული პროცესი წარმოადგენდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ანრი ოხანაშვილმა, სუს-ის პირად შემადგენლობას პარლამენტის ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა
პარლამენტში ანრი ოხანაშვილს უსმენენ
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოველწლიური ანგარიში მოისმინა
პარლამენტი 24 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს ანრი ოხანაშვილს მოუსმენს
გია ვოლსკი - გიორგი ბაჩიაშვილი აბსურდულ ბრალდებას იმიტომ აყენებს, რომ სწორედ ანრი ოხანაშვილის უწყებას მიჰყავს გამოძიება
ვახტანგ ძაბირაძე - ფასადს ცვლიან სისასტიკესთან დაკავშირებული კადრების გვერდზე გაწევით, თუმცა ხიფათი ისაა, რომ კობახიძემ ივანიშვილსაც არ „მიაკითხოს“, რაც შეეხება აშშ-ს, ტალიაშვილი კი არა, ტალეირანი რომ გააცოცხლონ, ვერაფერს გააკეთებს
შალვა პაპუაშვილი - თუ გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებას მივიღებთ როგორც სიმართლეს, ჩვენი უსაფრთხოების სამსახური ყოფილა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და ესეც რეკლამა გამოდის - ერთი თმის ღერიც არ ჩამოვარდნია, ისე მოხდა მისი დაკავება
მამუკა მდინარაძე - ბაჩიაშვილის ვერსიის თანახმად, ოხანაშვილმა პირადად ჩაატარა სხვა ქვეყანაში სპეცოპერაცია, ასეთი ოპერაციების შესახებ „კინოებში“ გვინახავს, გაგვიგია და დიდი ინტერესით გვიყურებია - მე ძალიან მომწონს
ადვოკატი - გიორგი ბაჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მგზავრობის დროს მასთან ერთად იმყოფებოდა ანრი ოხანაშვილიც, უშუალო კონტაქტი ჰქონდა - ის მზადყოფნას გამოხატავს, რომ დეტალურადაც ისაუბროს
გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ ბორტზე, რითაც საქართველოში ჩამოიყვანეს, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა
გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს