პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა, რომელიც აქამდე შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

გელაძის კანდიდატურას 85-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პარლამენტის 12-მა წევრმა ხმა წინააღმდეგ მისცა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონისა და პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, გელაძემ სუს-ის ხელმძღვანელის თანამდებობა 6 წლის ვადით დაიკავა.

კენჭისყრამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსის პოსტიდან ნებაყოფლობითი გადადგომა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის დღის წესრიგში სუს-ის უფროსის არჩევის საკითხი მესამედ დადგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტიდან გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის შემდეგ, პარლამენტმა 2025 წლის 4 აპრილს სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა. ოხანაშვილმა სუს-ს სულ ოთხი თვის განმავლობაში უხელმძღვანელა. 2025 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე აირჩიეს.

მდინარაძე სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი გახდება. ასეთი თანამდებობა მთავრობის სტრუქტურაში ამჟამად არ არსებობს და პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს კანონის პროექტს, რომლის საფუძველზეც მთავრობის შემადგენლობაში სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები