შალვა კერესელიძე - “ოცნებამ” სუს-ის ახალი ხელმძღვანელი გადამალა - მხარი კვლავ პარტიის მსახურ სუს-ის ხელმძღვანელს დაუჭირა

“ოცნებამ” სახელმწიფო უსაფრთხოების ახალი ხელმძღვანელი ჯერ კომიტეტზე გადამალა და კომიტეტი დახურა, შემდეგ კი კომიტეტზე გამართული კენჭისყრით სესიაზე კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მოგვცა, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს “ქართულმა ოცნებამ” კვლავ მხარი დაუჭირა პარტიის მსახურ სუს-ის ხელმძღვანელს.

“რამდენიმე წუთის წინ “ოცნებამ” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი ჯერ კომიტეტზე გადამალა და კომიტეტი დახურა, შემდეგ კი კომიტეტზე გამართული კენჭისყრით სესიაზე კითხვების დასმის შესაძლებლობა არ მოგვცა. ასე გადამალულად აირჩია დღეს “ოცნებამ” სუს-ის ახალი ხელმძღვანელი, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა არ ჰქონია. დღეს საზოგადოებას დაუმალეს სუს-ის უფროსი და იგი გაუმჭვირვალედ აირჩიეს. საზოგადოებას ჰქონდა უფლება მოესმინა ის მწვავე კითხვები, რაც საზოგადოებაშივე არსებობს და მოესმინა ამ კითხვებზე პასუხები როგორც მომავალი სუს-ის უფროსის ხელმძღვანელისგან, მაგრამ ოცნებას არამოქალაქეების მსახური სუს-ის უფროსი სურს, მათ პარტიის მსახური სუს-ის უფროსი უნდათ.

დღეს “ოცნებამ” მხარი დაუჭირა კვლავ პარტიის მსახურ სუს-ის ხელმძღვანელს”, - განაცხადა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა, რომელიც აქამდე შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

კენჭისყრამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსის პოსტიდან ნებაყოფლობითი გადადგომა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის დღის წესრიგში სუს-ის უფროსის არჩევის საკითხი მესამედ დადგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტიდან გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის შემდეგ, პარლამენტმა 2025 წლის 4 აპრილს სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა.

ოხანაშვილმა სუს-ს სულ ოთხი თვის განმავლობაში უხელმძღვანელა. 2025 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე აირჩიეს.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა