ირაკლი კირცხალია - საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ თამაზ ბორაშვილი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს

დღეს მხარი დავუჭირეთ ბატონ თამაზ ბორაშვილს, თავისი საქმის პროფესიონალს - თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დამსწრემ მოვისმინეთ მისი სიღრმისეული, დეტალური და პროფესიული ხედვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ჟურნალისტებთან სუს-ის ახალ უფროსზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კადრი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ამ საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს.

„დღეს მხარი დავუჭირეთ ბატონ თამაზ ბორაშვილს, თავისი საქმის პროფესიონალს. ეს მართლაც უპრეცედენტო შემთხვევაა უახლეს ისტორიაში, როდესაც იმ სამსახურს, სადაც 21-წლიანი სტაჟი აქვს, სათავეში უდგება ბატონი თამაზ ბორაშვილი. ასეთი კადრი თავად ინსტიტუციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ მის მაღალ პროფესიონალიზმში. ის სამშობლოზე შეყვარებული ადამიანია. სულითა და გულით ვუსურვებ მას წარმატებას. დარწმუნებული ვარ, მისი საქმიანობა ძალიან ეფექტური იქნება. დღეს კომიტეტზეც, დახურული სხდომის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმში რამდენიმე ძირითად მიმართულებაზე ვისაუბრეთ და მოვისმინეთ მისი ხედვები. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყველა დამსწრემ მოვისმინეთ მისი სიღრმისეული, დეტალური და პროფესიული ხედვა ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე.

რაც შეეხება თქვენი კითხვის პირველ ნაწილს, თუ რას ამბობს ე.წ. ოპოზიცია, დამერწმუნეთ, მთავარია ინსტიტუცია მუშაობდეს გამართულად და მას ედგას პროფესიონალი სათავეში. საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ კადრი, რომელსაც უმრავლესობამ დაუჭირა მხარი, ამ საქმიანობას ღირსეულად და პროფესიონალურად გააგრძელებს”, - განაცხადა კირცხალიამ.

ცნობისთვის, პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე თამაზ ბორაშვილი დაამტკიცა. ბორაშვილს 83 ხმით, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

კანონმდებლობის თანახმად, სუს-ის უფროსი უფლებამოსილების 6-წლიანი ვადით ირჩევა, თუმცა ბოლო წლინახევრის განმავლობაში სუს-ის უფროსის არჩევა პარლამენტის დღის წესრიგში მეოთხედ დადგა.

2025 წლის 4 აპრილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ანრი ოხანაშვილმა დაიკავა, თუმცა მან სუს-ის უფროსის პოსტი ამავე წლის 23 აგვისტოს დატოვა. ოხანაშვილი მამუკა მდინარაძემ შეცვალა, რომელიც პარლამენტმა სუს-ის უფროსად 2025 წლის 3 სექტემბერს დაამტკიცა. მდინარაძე 2026 წლის 21 აპრილს გადადგა და მისი თანამდებობა გეკა გელაძემ დაიკავა. ამ უკანასკნელმა 14 სექტემბერს გააკეთა გადადგომის შესახებ განცხადება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად