გია ვოლსკი - უსაფრთხოების თვალსაზრისით მსოფლიოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, გამოწვევები სერიოზულია - შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ გეკა გელაძის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია

თუკი გადავხედავთ ბატონი გეკა გელაძის განვლილ საქმიანობას, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ასეთი ხელმძღვანელის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან სუს-ის უფროსად გეკა გელაძის დანიშვნაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და გამოწვევები ძალიან სერიოზულია.

“უსაფრთხოების თვალსაზრისით, მსოფლიოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა, გამოწვევები ძალიან სერიოზულია. თუკი გადავხედავთ ბატონი გეკა გელაძის განვლილ საქმიანობას, შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ასეთი ხელმძღვანელის პირობებში სუს-ის ეფექტურ საქმიანობას ალტერნატივა არ გააჩნია. აქ საგანგებო როლს თამაშობს კოორდინაცია სხვა ძალოვან სტრუქტურებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უსაფრთხოების საკითხებზე - კარგად იცნობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობას და ეს არ არის მხოლოდ ოპერაციები, რომელიც მისი ხელმძღვანელობით არაერთხელ ჩატარდა, თუნდაც ნარკოტიკების წინააღმდეგ - ეს არის მთელი სისტემა, რომელიც საკმაოდ გამართულად, კარგად და ხარისხიანად მუშაობს. საკმაოდ კარგი საკადრო შემადგენლობა აქვს როგორც ერთ, ასევე მეორე სისტემას და ვფიქრობ, ის თემები, რაზედაც საუბარი ჰქონდა კომიტეტზე, იქნება საგანგებო განხილვის საგანი სულ ცოტა ხანში, როდესაც იგი პარლამენტის წინაშე ანგარიშით წარდგება”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტმა სუს-ის უფროსის პოსტზე გელა გელაძე დაამტკიცა, რომელიც აქამდე შს სამინისტროს ხელმძღვანელობდა.

კენჭისყრამდე პარლამენტმა ცნობად მიიღო მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსის პოსტიდან ნებაყოფლობითი გადადგომა და შესაბამისად, მისი უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტის დღის წესრიგში სუს-ის უფროსის არჩევის საკითხი მესამედ დადგა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტიდან გრიგოლ ლილუაშვილის გადადგომის შემდეგ, პარლამენტმა 2025 წლის 4 აპრილს სუს-ის უფროსად ანრი ოხანაშვილი დაამტკიცა.

ოხანაშვილმა სუს-ს სულ ოთხი თვის განმავლობაში უხელმძღვანელა. 2025 წლის 3 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე აირჩიეს.

ვახტანგ ძაბირაძე - საქართველო უფრო მოწყვლადი ხდება როგორც საშინაო, ისე საგარეო ურთიერთობებში, განსაკუთრებით კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის
ქართული პრესის მიმოხილვა 27.04.2026
დიდი ფასდაკლების დღეს „არქი იასამნების“ C ბლოკში 291 ბინა გაიყიდა
მილიონი გაყიდული ყავა და 10 000-მდე ერთგული მომხმარებელი უმოკლეს დროში
„სოკარი“, როგორც ეკომეგობრული ენერგეტიკის ახალი სტანდარტი საქართველოში