მამუკა ბახტაძე - მოგეწონებათ, რომ ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? - ეს არის სრულიად მიუღებელი

აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში. მოგეწონებათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? - ეს არის სრულიად მიუღებელი,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის დაწყებამდე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბახტაძემ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან ბესელიას გადადგომის შესახებ დასმულ კითხვასაც უპასუხა.

„ეს არის ქალბატონი ეკას პირადი პოზიცია და ბუნებრივია, მას აქვს ამის უფლება. მან გააკეთა განმარტება. ჩემი პოზიცია აუცილებლად და ყოველთვის იქნება ის, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება არასდროს უნდა ჩაერიოს სხვა ხელისუფლების შტოში მიმდინარე პროცესებში. ამ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სასამართლოზე, მოგეწონებათ, რომ როგორც ხდებოდა, ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს და თავის მოსაზრებებს ეუბნებოდნენ? - ეს არის სრულიად მიუღებელი. ჩვენ ვაშენებთ სამართლებრივ ქვეყანას, გვაქვს ახალი და გამართული კონსტიტუცია და ყველამ ამის ფარგლებში უნდა ვიმუშაოთ“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, კითხვაზე უკავშირდება თუ არა რაიმე სახის დაპირისპირებას ეკა ბესელიას წასვლა, ბახტაძემ აღნიშნა, რომ აზრთა სხვადასხვაობა გუნდში შესაძლოა, რომ არსებობდეს.

„ღმერთმა არ ქნას, რომ ყველა საკითხზე იყოს აზრთა ერთობლიობა. ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და პოლიტიკური გუნდი არის თანხვედრაში ამ ინტერესებთან. ეს არის პოლიტიკური პროცესი და ყველა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს თავისი კონკრეტული შეხედულება“, - აღნიშნა ბახტაძემ.

იხილეთ ვიდეო: "მოგეწონებათ, რომ ქვეყნის პირველი პირები ურეკავდნენ მოსამართლეებს?" - პრემიერ-მინისტრი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა