მამუკა ბახტაძე - აუცილებელია, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მინიმუმ სამ სერვისზე: ჯანდაცვა, განათლება, მცირე და მიკრო მეწარმეობა ჰქონდეთ წვდომა

აუცილებელია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ჰქონდეთ მინიმუმ სამ სერვისზე წვდომა. ეს არის: ჯანდაცვა, განათლება, მცირე და მიკრო მეწარმეობა,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

პრემიერის თქმით, მთავრობის მიზანია გაგრძელდეს მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით შექმნილ ვითარებაზე.

„ჩვენი მიზანი იქნება გავაგრძელოთ მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ამ გამოწვევაზე, იმ ყოველდღიური ბორდერიზაციის და ადამიანის უფლებების დარღვევის პროცესზე, რასაც ვადევნებთ თვალყურს. ყველა პლატფორმას ვიყენებთ ამისთვის. ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია ფასდება მხოლოდ ორი სიტყვით -ეს არის ჰუმანიტარული კატასტროფა. ამის დასაძლევად გვჭირდება მსოფლიო თანამეგობრობის კონსოლიდაცია , სხვანაირად გაგვიჭირდება რომ გავუმკლავდეთ ამ გამოწვევებს. ჩვენთვის აუცილებელია, რომ გაიზარდოს ადამიანთა შორის კონტაქტები. აუცილებელია, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ჰქონდეთ მინიმუმ სამ სერვისზე წვდომა - ეს არის ჯანდაცვა, განათლება, მცირე და მიკრო მეწარმეობა. ვფიქრობ, ეს იქნება ძალიან კარგი სამი ნაბიჯი რომ დავიწყოთ აღნიშნული პრობლემის ფუნდამენტური მოგვარება. რა თქმა უნდა, აუცილებელია მსოფლიო თანამეგობრობის თანადგომა, რომ ვაიძულოთ როგორმე ოკუპანტი გაითვალისწინოს ეს მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პირველ რიგში მორგებულია იმ მოსახლეობის ინტერესზე, რომელიც ცხოვრობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განაცხადა ბახტაძემ.

ამასთან, პრემიერმა ახალგორელ აქტივისტთან დაკავშირებულ კითხვასაც უპასუხა, თუ რატომ არ ხვდება მას მინისტრი ციხელაშვილი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ქეთევან ციხელაშვილი ნებისმიერ აქტივისტს შეხვდება.

ქეთევან ციხელაშვილი არის ძალიან აქტიური მინისტრი და მე ვიცი თუ რამდენ ადამიანს ხვდება ის ყოველდღიურად. დარწმუნებული ვარ, რომ ის ნებისმიერ აქტივისტს შეხვდება“,- აღნიშნა ბახტაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე