გია ხუხაშვილი ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების შესახებ გამოცხადებულ აუქციონზე - ასეთი ტენდერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც არ მახსოვს

ასეთი ტენდერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც არ მახსოვს, იმათ შეკერვა მაინც იცოდნენ ისტორიის, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა. ის ამ კომენტარით მიწისზედა და მიწისქვეშა ტრანსპორტზე რეკლამის განთავსების შესახებ გამოცხადებულ აუქციონს გამოეხმაურა.

ხუხაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ ბევრი ვალდებულება „აიკიდა“ და შემდგომ „გაიხლართა“, რის გამოც შეცდომას შეცდომას უმატებენ. „ძალიან ღრმად შეტოპეს უკვე და იმდენი ვალდებულებები აიკიდეს, რომ აიხლართნენ, როგორც ეს პირველ და მეორე ტურში ვნახეთ. ხალხმა თვალი დაუხუჭა, რომ უარესი არ იქნებაო, მაგრამ უარესები მიაყარეს. ასეთი ტენდერი „ნაციონალური მოძრაობის“ დროსაც არ მახსოვს, იმათ შეკერვა მაინც იცოდნენ ისტორიის და ასე ღიად არ ჩანდა დარღვევები“, - აღნიშნა გია ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთი დღე დარჩა აუქციონის ამოწურვამდე, რომლის შემდეგაც უნდა გადაწყდეს იმ კომპანიის ვინაობა, რომელსაც 20-წლიანი ვადით გადაეცემა თბილისში, მიწისზედა და მიწისქვედა მუნიციპალურ ტრანსპორტსა და ტაქსებზე რეკლამის განთავსების უფლება. ლოტის ღირებულებად დასახელებულია 12 მილიონი დოლარი და 20 წლიანი ვადა. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებულს ლოტი საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე გადაეცემა.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა