წმინდა სინოდმა 12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა

12 მაისი საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღედ და ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს, რომლის განჩინებაც საზოგადოებას ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა გააცნო.

„კრებამ მოისმინა ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელის მოხსენება, სამოციქულო მსახურების შესახებ საქართველოს ისტორიაში: რა არის გაკეთებული წარსულში და რა უნდა გაკეთდეს მომავალში. საქართველო არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა, ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით განათლებული, უფლის მადლითა და სიბრძნით. კრებამ განაჩინა, 12 მაისი დადგინდეს საქართველოს ყოვლაწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღეთ და გამოცხადდეს იგი ეროვნულ დღესასწაულად“, - აღნიშნულია წმინდა სინოდის მიერ მიღებულ განჩინებაში.

იხილეთ ვიდეო: წმინდა სინოდის განჩინება, რომელსაც ერი და ბერი ელოდა - რა გადაწყვიტეს მღვდელმთავრებმა

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა