ირაკლი კობახიძე - უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას

ჯერ გაიწერება პროცედურა, კრიტერიუმები და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიას, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ წარადგინა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს ფორმირების პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას. "პრინციპული მნიშვნელობა აქვს პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობას. დღეს ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, იქნება ეს კანონშემოქმედება თუ სხვა მიმართულება, სადაც აუცილებელია თანამშრომლობა. ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი საუბარი შეეხო იმ პროცესს, რომელიც დაკავშირებულია უზენაესი სასამართლოს ფორმირებასთან. როგორც მოგეხსენებათ, ეს პროცესი სასწრაფოდ საჭიროებს ბოლომდე მიყვანას, იქიდან გამომდინარე, რომ პრობლემაა უზენაეს სასამართლოში. 10 მოსამართლეა წარმოდგენილი 28-ის ნაცვლად, რაც, ბუნებრივია, პრობლემებს ქმნის საქმეთა დროული განხილვისა და გადაწყვეტის კუთხით. ასევე საუბარი გვქონდა პროცედურასა და კრიტერიუმებზე. ვიდრე განახლდება პროცესი, საჭიროა პროცედურის და კრიტერიუმების გაწერა. ჯერ გაიწერება პროცედურა, კრიტერიუმები და ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება განახლებული სია. ჩვენთვის მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა ერთ-ერთი ფუნდამენტური მიღწევაა 2012 წლის შემდეგ", - განაცხადა კობახიძემ.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს