ხათუნა გოგორიშვილი უმრავლესობას - თქვენ ისე არ გაინტერესებთ აუდიტის ანგარიში, როგორც ჩინური გრამატიკა

არანაირი კონკრეტული შედეგი ამ სხდომას არ შეიძლება ჰქონდეს ერთი მარტივი მაგალითის გამო - თქვენ ისე არ გაინტერესებთ ეს ანგარიში, რომელიც აუდიტის სამსახურის უფროსმა უნდა წარმოადგინოს, როგორც ჩინური გრამატიკა, - ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ხათუნა გოგორიშვილმა განათლების კომიტეტის თავმჯდომარეს მარიამ ჯაშს. გოგორიშვილმა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიასთან და ამ სკოლაში აუდიტის სამსახურის შესვლასთან დაკავშირებული საკითხები უნდა განიხილონ, მინისტრის არ მისვლა გააპროტესტა.

„მიუღებელია მინისტრის დამოკიდებულება პარლამენტისადმი, მიუღებელია თქვენი დამოკიდებულება პარლამენტისადმი, მიუღებელია თქვენი დამოკიდებულება ამ ტრაგედიისადმი. მიუღებელია, რომ ეს არის პლუსის დასასმელად დანიშნული კომიტეტის სხდომა. არანაირი კონკრეტული შედეგი ამ სხდომას არ შეიძლება ჰქონდეს ერთი მარტივი მაგალითის გამო - თქვენ ისე არ გაინტერესებთ ეს ანგარიში, რომელიც აუდიტის სამსახურის უფროსმა უნდა წარმოადგინოს, როგორც ჩინური გრამატიკა. თუ გაინტერესებთ, ნახევარი საათის განმავლობაში იმას მაინც დაავალებდით თქვენს აპარატს, რომ დაექსეროქსებინა და დაერიგებინა ანგარიში პარლამენტის წევრებისათვის. დღევანდელი სხდომა არის ფარსი, დღევანდელი სხდომა არის იმისთვის, რომ იკეკლუცოთ კამერებთან თუ როგორ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ საქმეში გარკვეულიყავით. ეს არის კონკრეტული სპექტაკლი“, - მიმართა გოგორიშვილმა ჯაშს.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს