პარლამენტს ცვლილებები წარედგინა, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შემცირებას ისახავს მიზნად

პარლამენტს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები წარედგინა, რომელიც მიზნად ისახავს მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის შემცირებას. დეპუტატთა ჯგუფის მიერ მომზადებული პროექტის თანახმად, ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლში, რომელიც ადგენს საგადასახადო შეღავათს ჰიბრიდული ავტომობილებისთვის. ცვლილებით, მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის აქციზის განაკვეთი შემცირდება 20%-ით, ნაცვლად არსებული 60 %-სა.

საგადასახადო კოდექსში 2016 წლის 16 დეკემბერს განხორციელდა ცვლილება, რომელიც 2017 წლის 2 იანვარს ამოქმედდა. დაწესდა, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილები შესაბამისი კატეგორიის მსუბუქი ავტომობილისთვის განსაზღვრული აქციზის განაკვეთის სამმაგი ოდენობით დაიბეგრებოდნენ. ამავე ცვლილებების თანახმად, როგორც მარჯვენასაჭიანი, ისე მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომანქანების იმპორტისას დაწესდა 60%-იანი შეღავათი აქციზური გადასახადის გადახდისას, ნაცვლად იმისა, რომ განსხვავებული რეგულაცია ყოფილიყო მარცხენა და მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილებისათვის.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კოდექსის მიღების დროიდან (2010 წელი), როგორც მარჯვენა, ისე მარცხენასაჭიანი ელექტროძრავიანი ავტომანქანები იმპორტისას სრულად გათავისუფლებულები არიან აქციზის გადასახადისგან.

’’შემოსავლების სამსახურიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ 2017 წლისა და 2018 წლის 7 თვის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებულია: მარცხენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 26,463; მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული ავტომობილი - 4,277; მარცხენასაჭიანი ელექტრომობილი - 386; მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილი - 799. აღსანიშნავია, რომ მზარდია ელექტრომობილების ბაზარი როგორც საქართველოში, ისევე მთელ მსოფლიოში. როგორც სტატისტიკა გვიჩვენებს მარჯვენასაჭიანი ელექტრომობილების რაოდენობა აღემატება მარცხენასაჭიან ელექტრომობილების რაოდენობას. გასათვალისწინებელია, რომ ქვეყანა დაგეგმილია მთლიანად მარცხენასაჭიან მანქანებზე მოძრაობისთვის, მთელი ინფრასტრუქტურა მორგებულია მასზე.

კანონპროექტის მიღების შედეგად შემცირდება მარჯვენასაჭიანი ჰიბრიდული და ელექტრო მანქანების იმპორტი, რაც ხელს შეუწყობს საგზაო უსაფრთხოებას, - ნათქვამია განმარტებით ბარათში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის