საქართველო საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში „Sirha 2019” პირველად მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქპატენტისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველო საფრანგეთში, კულინარიულ გამოფენაზე „Sirha 2019” პირველად წარდგება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, გამოფენაში საქართველოს მონაწილეობის მიზანია ქართული გასტრონომიის უნიკალურობის წარმოჩენა და მისი, როგორც ბრენდის შექმნა დამკვიდრება მსოფლიო ბაზარზე.

„Sirha 2019“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, სადაც საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა მსოფლიოს არაერთი ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ქართული კულტურის უნიკალურობა და, ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალი გააცნოს. საქართველოს გამოფენაზე წარადგენს გასტრონომიული გუნდი ლევან ქოქიაშვილის ხელმძღვანელობით.

„Sirha 2019” ყველაზე მასშტაბური კულინარიული გამოფენაა, რომელიც საფრანგეთში, ქალაქ ლიონში იმართება და მთელი მსოფლიოდან კვების მრეწველობაში ჩართულ ადამიანებს, მწარმოებლებსა და ორგანიზაციებს აერთიანებს. გამოფენის ორგანიზატორები არიან საქართველოს კულინარიის ფედერაცია და კვების დაწესებულების ბიზნესსაკონსულტაციო სააგენტო „გასტრონავტი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა