2018 წელს სასწრაფო სამედიცინო დახმარება 659545 პაციენტს გაეწია

2018 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში 710303 გამოძახება დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წლის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები 659545 პაციენტს მოემსახურნენ. დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის, დაშავებულთა ჰოსპიტალიზაცია 210872 შემთხვევაში განხორციელდა. კლინიკიდან კლინიკაში გადაყვანილი კრიტიკული პაციენტების რაოდენობამ კი 18868 შეადგინა, რომელთაგან 1625 უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი, თბილისის და ბათუმის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ოპერირებს და პაციენტებისთვის პირველადი, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიწოდებას უზრუნველყოფს.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე