პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, ,,გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, აქედან 4 ბავშვია

საახალწლო პიროტექნიკის, ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი და არაგეგმაზომიერი გამოყენების შედეგად, გორში, სამედიცინო ქსელ ,,გორმედის“ ცენტრალურ საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, აქედან 4 ბავშვია.

ე.წ. ასაფეთქებლების არასწორი გამოყენების შედეგად, ერთ მოზარდს დამწვრობა აღენიშნებოდა, ოთხს კი - სხვადასხვა სახის ჭრილობები.

დაშავებულთა შორის ერთი პაციენტი 65 წლის მამაკაცია, რომელსაც ზედა კიდურის მძიმე ხარისხის ტრავმა აღენიშნება. იგი ,,გორმედის“ ქირურგიული დეპარტამენტის სტაციონარშია მოთავსებული.

იხილეთ ვიდეო: პიროტექნიკის არასწორი გამოყენება - გორის საავადმყოფოში 5 პაციენტი მოხვდა, მათგან 4 ბავშვია

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა