ახალი წლის დღეებში თბილისის დამწვრობის ცენტრს 20 მოქალაქემ მიმართა

ახალი წლის დღეებში თბილისის დამწვრობის ცენტრს 20 მოქალაქემ მიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ განუცხადა, არც ერთი შემთხვევა მძიმე არ ყოფილა და პაციენტებს ძირითადად მარჯვენა ხელის დამწვრობა აღენიშნებოდათ. მისივე ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.

„ახალი წლის დღეებში დამწვრობის ცენტრმა 20 პაციენტი მიიღო, აქედან 10 მოზრდილი, 10 კი ბავშვი. მძიმე შემთხვევები, საბედნიეროდ, არ დაფიქსირებულა. იყო უმნიშვნელო დამწვრობები, ძირითადად მარჯვენა მტევნის. მოზრდილებიდან ორი უცხოეთის მოქალაქე იყო, კერძოდ, ინდოეთიდან და ირანიდან. ყველა მათგანს გაეწია შესაბამისი მკურნალობა“, - განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ გუგა ქაშიბაძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა