საახალწლოდ საქართველოს რეგიონებში სასწრაფომ დახმარება 4733 პაციენტს აღმოუჩინა

31 დეკემბრიდან 1-ელი იანვრის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში სასწრაფო სამედიცინო დახმარების 5063 გამოძახება დაფიქსირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრიდან აცნობეს, სასწრაფოს ეკიპაჟებმა ორი დღის განმავლობაში 4733 პაციენტს აღმოუჩინეს დახმარება. ნაწილს შესაბამისი სერვისები ადგილზე მიეწოდა, დამატებითი საჭიროებისთვის კი, ჰოსპიტალიზაცია 1410 შემთხვევაში განხორციელდა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ინფორმაციით, საახალწლოდ, რეგიონებში პიროტექნიკით სხეულის დაზიანებების შემთხვევებიც დაფიქსირდა. 31 დეკემბერს ამ მოტივით სასწრაფოს 31-მა პაციენტმა მიმართა, დამატებითი სამედიცინო სერვისებისთვის მათგან 24-ის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. პიროტექნიკით სხეულის დაზიანების 3 შემთხვევა დაფიქსირდა 1-ელ იანვარს. სამივე დაშავებული სასწრაფომ პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, კლინიკაში მოათავსა.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა