დავით სერგეენკო - ჩვენი პროგნოზებით გათვლა იყო ასეთი, რომ ახალი წლის წინა დღეებში თბილისში გრიპით ავადობა შემცირდებოდა და პიკი რაიონებში დაიწყებოდა

ჩვენი პროგნოზებით გათვლა იყო ასეთი, რომ ახალი წლის წინა დღეებში თბილისში გრიპით ავადობა შემცირდებოდა და პიკი რაიონებში დაიწყებოდა, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის პასუხად განაცხადა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ავადობის მაჩვენებლები თბილისში შემცირდება, 2 კვირის შემდეგ კლება რეგიონებშიც დაიწყება. „როგორც კი ავადობის ზრდის ტენდენცია გაჩერდება, აქედან 2 კვირის განმავლობაში მისი კლება დედაქალაქში დაიწყება, ორკვირიანი ინტერვალის შემდეგ კი - რეგიონებში. გრიპის ის 6 სამწუხარო შემთხვევა, რომელიც გარდაცვალებით დასრულდა, მინიმუმ ერთ სხვა დაავადებასთან ერთად მიმდინარეობდა“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

მინისტრი კლინიკა „გორმედში“ 39 წლის ქალის სავარადუდოდ, H1N1-ით გარდაცვალებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პაციენტს გრიპის ვირუსთან ერთად, სხვა დაავადებაც ჰქონდა, რამაც მდგომარეობა დაამძიმა.

„ამ შემთხვევაში გარდაცვალება გამოიწვია გარკვეულმა დაავადებამ - ინფექციის გავრცელების პროცესში სხვა დაავადებაც იყო და ეს გახდა სიმძიმის განმსაზღვრელი. ზოგადად, 48 საათში დაწყებული მკურნალობა არის ეფექტური“, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა