აჭარაში გრიპის ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 130 მოქალაქე გადის

აჭარაში სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით ჰოსპიტალურ მკურნალობას 130 მოქალაქე გადის, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადეს. როგორც უწყებაში განმარტეს, 130 მოქალაქიდან 18 რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, მათ შორის 6 მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში უახლოეს კლინიკებს დროულად მიმართონ.

ბათუმის სასწრაფო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით დღე-ღამის განმავლობაში გამოძახებების რაოდენობა 400-მდე გაიზარდა. მათივე ცნობით, მოქალაქეები ძირითადად ჰოსპიტალურ მკურნალობას საჭიროებენ.

შეგახსენებთ, რომ აჭარაში ლაბორატორიულად დადასტურდა, რომ 4 მოქალაქე H1N1 ვირუსის შედეგად გარდაიცვალა, ისინი მაღალი რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებოდნენ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა