ეკონომიკის მინისტრი - მთის კურორტებზე მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება - მოეწყობა ახალი სათხილამურო ტერიტორიები და ახალი საბაგიროები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას შეფასებით, ტურიზმის ზრდის ხელშეწყობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს სამთო კურორტებს უჭირავს. გიორგი ქობულიას თქმით, მთის კურორტებზე დამატებით განხორციელდება არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი იმისთვის, რომ საქართველომ შეძლოს კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოიზიდოს და მათ ღირსეულად უმასპინძლოს ოთხივე სეზონის განმავლობაში.

აღნიშნულის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს.

„როგორც იცით, ჩვენ აქტიურად ვემზადებით 2023 წელს ფრისტაილის ჩემპიონატის ბაკურიანში ჩასატარებლად, ამისთვის გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია რამდენიმე სპეციფიკური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, მათ შორისაა ახალი სათხილამურო ტერიტორიების შექმნა, ახალი საბაგიროების მშენებლობა და სხვა მნიშვნელოვანი პროექტები“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გიორგი ქობულიას ინფორმაციით, ასევე დაგეგმილია გოდერძის კურორტზე გზის რეაბილიტაცია ორივე მხრიდან, ხოლო გუდაურში ახალი პარკინგისა და საბაგიროს მშენებლობა.

შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ სასტუმრო „რუმსში“ პრეზენტაცია გაიმართა, სადაც 2018 წელს საქართველოში ტურიზმის სექტორის შემაჯამებელი სტატისტიკა და სამომავლო გეგმები წარმოადგინა. ღონისძიება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გახსნა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს