ლევან კობერიძე - გუნდის დაშლის საფრთხეს არ ვხედავ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობერიძე უმრავლესობის დაშლის საფრთხეს ვერ ხედავს. მისივე თქმით, თუ ის რაიმე პოზიციას დააფიქსირებს, არ ნიშნავს, რომ რომელიმე გუნდის წევრია.

"გუნდის დაშლის საფრთხეს არ ვხედავ. ვხედავ იმ საფრთხეს, რომ მსჯელობა იყოს რაც შეიძლება საღი, გამჭვირვალე და ქვეყნის მომავალზე ორიენტირებული, რათა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხრიდან მსგავსი ფორმით წარმოდგენილი, ნახევარ საათში, ბნელ ან განათებულ ოთახში დაწერილი სია არ უნდა შემოდიოდეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთს ნებით თუ უნებლიედ იარლიყები არ მივაკეროთ. მე მაქვს ჩემი მკაფიოდ გამოხატული მოსაზრება. თუ ის ვინმეს მოსაზრებას ემთხვევა, ეს იქნება მამუკა მდინარაძე, ეკა ბესელია თუ სხვა, არ ნიშნავს, რომ რომელიმე ადამიანის ჯგუფს მივეკუთვნები. მე ვარ უმრავლესობის წევრი და მაქვს მკაფიო პოზიციები საკითხებზე, რომელსაც მუდამ ვაფიქსირებ. თუ ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე ან სხვა ადამიანები რაიმე თავის ნაბიჯს გადადგამენ, ეს მათი უფლებაა",- განაცხადა კობერიძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი