ლევან გოგიჩაიშვილი - მოსამართლეობის კანდიდატების ეს სია ამ პარლამენტში არ გავა, რადგან ეს პარლამენტი არის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია 76 ხმას ვერ მოაგროვებს.

როგორც გოგიჩაიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ის, რომ სიის განხილვის პროცესი შეჩერდა, სწორედ იმ ადამიანების დამსახურებაა, ვინც სიას მხარს არ უჭერს.

„ეს სია რომ ჩავარდა, მარტო ჩემი დამსახურება არ არის. ეს არის იმ ადამიანთა დამსახურება, რომელთა გამოკლებით 76 ხმა ვერ გროვდება, გამორიცხულია. ეს სია ვერ გავა პარლამენტში“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.

მისივე თქმით, იუსტიციის საბჭოს მხრიდან სიის წარდგენის პროცესი შეურაცხმყოფელი იყო. „ეს იყო თავიდან ბოლომდე შეურაცხმყოფელი პროცესი, რომელიც ისე მიდიოდა, თითქოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო კარნახობდა პარლამენტს როგორ უნდა წარმართულიყო ეს. ბიუროს სხდომა გადაიდო 3-დან 6 საათამდე, რადგან ველოდებოდით რაღაც სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან. საბჭოს წევრებს კი გაუფიქრიათ თავში, რომ რამე დაბრკოლებას წააწყდებოდნენ და ეგონათ, რომ დაუბრკოლებლად მიულოცავდნენ ერთმანეთს მოსამართლეობას. ეს სია ამ პარლამენტში არ გავა, რადგან ეს პარლამენტი არის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარი, 2007 წლის მონაპოვარი, 2008 წლის მონაპოვარი, დიქტატურასთან ბრძოლის მონაპოვარი“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "მოსამართლეობის კანდიდატების ეს სია ამ პარლამენტში არ გავა, რადგან ეს პარლამენტი არის 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის მონაპოვარი"

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს