ლევან გოგიჩაიშვილის ვარაუდით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარის იმედი ჰქონდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლევან გოგიჩაიშვილის ვარაუდით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარის იმედი ჰქონდა. ამასთან, ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ გოგიჩაიშვილმა ამ საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირებულ თანაგუნდელებს მოუწოდა, რომ პირდაპირ თქვან ამ სიის მხარდაჭერის შესახებ.

„სავარაუდოდ ჰქონდა საბჭოს იმედი. როდესაც ყველანაირი შიდა პროცესების დარღვევით, უცებ ფარატინა ფურცლით შემოდიხარ, ე.ი. ვიღაცის იმედი გაქვს“, - განაცხადა გოგიჩაშვილმა.

მისივე თქმით, საბჭოს უნდოდა ეს პროცესი უხმაუროდ წარმართულიყო. „იუსტიციის საბჭოს წევრები ალბათ არც მე და არც ეკა ბესელიას დიდ მხარდამჭერად არ აღმიქვამდნენ. მათ უნდოდათ ეს პროცესი უხმაუროდ წასულიყო, რათა ვერავის გაეგო ეს პროცესი. მათ ალბათ ჰქონდათ სურვილი, რომ მონათესავე სულები ეპოვნათ პარლამენტში, ვინც დიდი მორალური დილემის წინაშე არ დგას, ჩინჩალაძეს მისცემს თუ არა ხმას, რომელიც ალბათ ამბობს, არც ვიცი რას აკეთებდა ეს ადამიანი, მე ახლა გამოვჩნდი პოლიტიკაში და ახლა გავახილე თვალი. ეს შევთავაზე სწორედ ჩვენებს, რომ თქვით თქვე კაი დედმაშვილებო, რომ უჭერთ მხარს ჩინჩალაძეს“, - აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.

იხილეთ ვიდეო: ლევან გოგიჩაიშვილის ვარაუდით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოსამართლეობის კანდიდატების სიის წარდგენისას პარლამენტის თავმჯდომარის იმედი ჰქონდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა