„მცხეთის სამედიცინო ცენტრში“ კარანტინი გამოცხადდა

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე რესპირატორული დაავადებით 50-მდე პაციენტი მკურნალობს, სამი კი, მართვით სუნთქვაზე იმყოფა,- ამის შესახებ „მცხეთის სამედიცინო ცენტრის" კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

„მცხეთა არ არის გამონაკლისი, ისევე როგორც მთელი საქართველო. ამ წუთისთვის, მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით კლინიკაში დაახლოებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში. ვითარება საკმაოდ რთულია მომართვიანობიდან გამომდინარე. H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის, რადგან არ ჩატარებულა ანალიზი. გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ადამიანი", - განაცხადა „მცხეთის სამედიცინო ცენტრის“ კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ კარანტინი გამოცხადდა ასევე რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში.

H1N1 ვირუსით ამ დროისთვის საქართველოში 8 ადამიანია გარდაცვლილი.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა