რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია, ბავშვთა საავადმყოფოში კი, მნახველთა შესვლა შეზღუდულია

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კვლავ კარანტინია გამოცხადებული, ბავშვთა საავადმყოფოში კი, მნახველთა შესვლა შეზღუდულია. როგორც "ინტერპრესნიუსს" რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ბოლო ერთი თვის მონაცემებით, რუსთავში გრიპით დაავადების 200 შემთხვევა დაფიქსირდა, საბედნიეროდ, აქედან არც ერთი არ არის ე.წ. ღორის გრიპი.

„ბოლო მონაცემებით გრიპის 200 შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც ეპიდემიურ ზღვარს არ სცილდება. რაც შეეხება კლინიკებში მიმართვიანობას, გაორმაგებულია გასულ წელთან შედარებით, 2017 წელთან შედარებით კი პირიქით, შემცირებულია. იმედი გვაქვს, რომ იანვრის მეორე ნახევარში მდგომარეობა დასტაბილურდება", -განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ბოლო მონაცემებით, რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომებით სტაციონარში 35 პაციენტია მოთავსებული.

იხილეთ ვიდეო: რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გრიპის ვირუსის გავცელების პრევენციის მიზნით, კვლავ კარანტინია

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა