ჯანდაცვის სამინისტრო იმ სამედიცინო დაწესებულებების ჩამონათვალს აქვეყნებს, რომლებიც ხვალიდან 24-საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავლენ

7 იანვარს პირველადი ჯანდაცვის 5 დაწესებულება დილის 10:00 საათიდან საღამოს 22:00 საათამდე იმუშავებს, ხოლო 8 იანვრიდან პაციანტებს შესაძლებლობა ექნებათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს გრიპის სიმპტომების გაჩენისთანავე კონსულტაცია ოჯახის ექიმთან გაიაროს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, იმ დაწესებულებების ჩამონათვალი, რომელიც ხვალიდან 24- საათიან სამუშაო გრაფიკზე გადავა, შემდეგია:

შპს "მედკაპიტალი-გლდანი" მის: ვეკუასქ. N 18.

შპს "მედკაპიტალი-საბურთალო" მის: გამრეკელისქ. N19.

შპს "საოჯახო მედიცინის ეროვნული სასწავლო ცენტრი" მის: წინამძღვრიშვილისქ. N 57.

შპს "მედსი: ("ვერე-21") მის: ქიაჩელისქ. N 18.

შპს "მედკაპიტალი-სამგორი" მის: მოსკოვისგამზ. კვ. 4, კორპ.

ჯანდაცვის სამინისტრო ბენეფიციარებს მოუწოდებს, გრიპისა და რესპირატორული ინფექციის სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართოს ოჯახის ექიმს და მკურნალობა შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე დაიწყოს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა