ამირან გამყრელიძე - გრიპისა და მისი მსგავსი დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 256-ია, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებლებზე 21-ით ნაკლებია

გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 256-ია, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით 21 ერთეულითაა შემცირებული, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, გასული კვირა შედარებით მშვიდი იყო, რაც იანვრის დასაწყისისთვის დამახასიათებელია და ზამთრის არდადეგებს უკავშირდება.

„დღეს შეჯამდა გასული კვირის ეპიდსიტუაციის მონაცემები. გრიპისა და გრიპის მსგავსი დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე 256-ია, რაც ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებლებთან შედარებით 21 ერთეულითაა შემცირებული. ასევე, მძიმე რესპირატორული დაავადებების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელსაც ოდნავ შემცირების ტენდენცია აქვს. წინა კვირაში 41% იყო, გასულ კვირაში კი 33%. თუმცა, ეს პროცენტი მაღალია და სტაციონარებში გრიპის გართულებებით საკმაოდ მძიმე პაციენტები რჩებიან. აღნიშნულის მიზეზი კი სამედიცინო დაწესებულებებისადმი გვიანი მიმართვიანობაა", - განაცხადა გამყრელიძემ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა