იაშვილის კლინიკაში გრიპის ვირუსით 78 პაციენტი მკურნალობს

კლინიკაში მომართვიანობა სტაბილურად მაღალია, ამ დროისთვის 78 პაციენტია კლინიკაში, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადება. 49 პაციენტში H1N1 ტიპის ვირუსი დადასტურდა,- ამის შესახებ იაშვილის სახელობის ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

„მომართვიანობა სტაბილურად მაღალია ბოლო პერიოდის განმავლობაში, თუმცა გარკვეული პიკი გვქონდა დეკემბრის მესამე კვირას, როდესაც მაქსიმალური რაოდენობის პაციენტი შემოვიდა. იანვრის პირველ კვირაშიც სტაბილურად მაღალი მაჩვენებელია. აბსოლუტური უმრავლესობა პაციენტების მოგვმართავს სასუნთქი სისტემის დაავადების გამო. უმრავლესობას ვაფასებთ, როგორც გრიპს, შესაბამისად, ყველა მათგანთან დაწყებული გვაქვს ანტივირუსული მკურნალობა. საბედნიეროდ, გარდაცვალების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა, თუმცა სამი პაციენტი დღეს მკურნალობს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, მათი მდგომარეობა სტაბილურია. დღეისთვის, 78 პაციენტია კლინიკაში, რომლებსაც აქვთ სასუნთქი სისტემის დაავადება. მათი მდგომარეობა შემოსვლისთანავე დაფიქსირდა, როგორც მძიმე, სტაციონარში მოთავსება ჩაითვალა აუცილებლად. მართვით სუნთქვაზე ამ ეტაპზე არის ერთი პაციენტი, თუმცა ამ პაციენტთან არ არის მხოლოდ გრიპი. რაც შეეხება მონაცემებს, რომელიც პარასკევამდე გვქონდა, 49 პაციენტში დადასტურდა H1N1 ტიპის ვირუსი და ასევე, არის სამი პაციენტი, სადაც არის H3N2 ტიპის ვირუსი“,- განაცხადა ჩხაიძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ დაავადების პირველი ნიშნებისთანავე მიმართონ ექიმს.

„ჩვენ მინიმუმამდე გვაქვს ამ ნიშნების რაოდენობა. სავსებით საკმარისია ადამიანს აღენიშნოს მაღალი ტემპერატურა, თავის ტკივილი, საჭმელზე უარის თქმა - ეს ნიშნები საკმარისია, რომ ეჭვი მივიტანოთ გრიპის არსებობაზე. მნიშვნელოვანია დაავადების პირველი ნიშნებისთანავე მიმართოთ ექიმს“,- აღნიშნა ექიმმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა